კრწანისის ტყე-პარკში ე.წ. არაბული ქალაქების მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა - Palitra News

კრწანისის ტყე-პარკში ე.წ. არაბული ქალაქების მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა

2026-09-12 15:18:14+04:00

Eagle Hills-თან დადებული ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით მოქალაქეები კრწანისის ტყე-პარკთან შეიკრიბნენ . პროტეტის მონაწილეების შეფასებით, Eagle Hills-ის პროექტში ქართული არაფერია, ის უცხოელებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, მათთვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლების გასაცემად. "საქართველოს მიწა ქართველ ხალხს ეკუთვნის! - ამბობენ შეკრებილები.