რა პოლიტიკური შეფასებები მოყვა გიორგი ბარამიძის დაკავებას - Palitra News

რა პოლიტიკური შეფასებები მოყვა გიორგი ბარამიძის დაკავებას

2026-09-12 20:06:56+04:00

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესს ესწრებოდა ბრალდებულიც. საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი ბარამიძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა თუ რას გულისხმობდა იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში ნათქვამ ფრაზაში: აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. ბარამიძემ განაცხადა, რომ საუბრობდა არა ქართულ შეიარაღებულ ძალებზე, არამედ ადამიანებზე რომლებსაც ოჯახები ამოუხოცეს. პოლიტიკური დევნა თუ პასუხისგება ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებისთვის?