შვედეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - Palitra News

შვედეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

2026-09-13 11:57:58+04:00

შვედეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს, რომლის თანახმად, არჩევნების შედეგები შესაძლოა ისტორიული გახდეს ქვეყნისთვის.

შვედეთის მოქალაქეებმა ეროვნული პარლამენტის 349 დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა აირჩიონ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 გაიხსნა და ეგზიტპოლების შედეგები უბნების დახურვის შემდეგ მალევე გახდება ცნობილი.

ბოლო ოთხი წელია ქვეყანას უმცირესობის მემარჯვენე ხელისუფლება მართავს, რომელიც ე.წ. “Tidö კოალიციის” პარტიებისგან შედგება - “შვედი პოპულისტების” მხარდაჭერით, რომლებსაც სამინისტრო თანამდებობები არ გააჩნიათ, მაგრამ პარლამენტში სამთავრობო წინადადებებს მხარს უჭერენ.

ბოლოდროინდელი გამოკითხვებით, ოპოზიციური პარტიების ბლოკი მცირე უპირატესობით უსწრებს მმართველ კოალიციას.