მარატ კამბოლოვი - სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის - Palitra News

მარატ კამბოლოვი - სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

2026-09-13 14:53:53+04:00

“სამხრეთ ოსეთი” მზად არ არის საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის.

ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა”, მარატ კამბოლოვმა განაცხადა.

“მეკითხებოდნენ საქართველოსთან საზღვრის გახსნაზე ჩვენი რესპუბლიკის გავლით ტრანზიტისთვის. პირდაპირ ვიტყვი: სამხრეთ ოსეთი ამისთვის ჯერ მზად არ არის - არც მორალურად, არც ნორმატიული ბაზის თვალსაზრისით. ჩვენი ერისთვის უსაფრთხოების საკითხი დაკავშირებულია გადატანილ ომთან და დანაკარგებთან. ნებისმიერი გადაწყვეტილებები აქ მყარ გარანტიებს საჭიროებს. ეკონომიკური სარგებელი არ შეიძლება ხალხის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი იყოს”, - განაცხადა კამბოლოვმა.