„სამხრეთ ოსეთი მზად არ არის საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის“ - ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მმართველი - Palitra News

„სამხრეთ ოსეთი მზად არ არის საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის“ - ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მმართველი

2026-09-13 16:22:54+04:00

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთის ჯერ მზად არ არის საქართველოსთან სატრანზიტო მიმოსვლისთვის“. 12 სექტემბერს კამბოლოვს ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებ ცხინვალელებთან შეხვედრისას შეკითხვა დაუსვეს „საქართველოსთან საზღვრის გახსნისა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანზიტო მიმოსვლის დაშვების შესაძლებლობაზე“. „პირდაპირ რომ გითხრათ: სამხრეთ ოსეთი ამისთვის ჯერ მზად არ არის - არც ფსიქოლოგიურად და არც საჭირო სამართლებრივი ბაზის თვალსაზრისით - განაცხადა კამბოლოვმა, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატია.