სამოქალაქო საზოგადოება ოპოზიციას განცხადებით მიმართავს, ,,ერთ ძლიერ ოპოზიციურ ძალად” ჩამოყალიბდნენ - Palitra News

სამოქალაქო საზოგადოება ოპოზიციას განცხადებით მიმართავს, ,,ერთ ძლიერ ოპოზიციურ ძალად” ჩამოყალიბდნენ

2026-09-13 16:24:01+04:00

საპროტესტო აქციებში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოება ოპოზიციას მიმართავს განცხადებით, ერთიან ძალად ჩამოყალიბდნენ. შესაბამისი განცხადება აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან წაიკითხეს. ტექსტი საზოგადოებას ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ გააცნო. მათი თქმით, აღარაა გამყოფი ხაზების წინ წამოწევის დრო. განცხადების თანახმად, ვინც ამ ერთიანობას არ შეუერთდება, საზოგადოება ამას რეჟიმის სასარგებლო ქმედებად აღიქვამს. განცხადება სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში ყოველკვირეული "შაბათის მარში-ს“ ფარგლებში გააკეთეს. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მივიდნენ. მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.შაბათის მარში პარლამენტის შენობასთან დასრულდა.