თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა - Palitra News

თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა

2026-09-13 16:30:56+04:00

თანამდებობა დატოვეს შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსებმა - როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, ახალი უფროსის წარდგინება ორშაბათს მოხდება. რა გახდა მიხეილ მაღლაკელიძისა და ლევან ხარაბაძის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი უცნობია. როგორც მედია წერს, რომ ორივე მათგანი გადადგომის ოფიციალურ მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს. ცნობისთვის, მიხეილ მაღლაკელიძე პოსტზე 2026 წლის 27 აპრილს დაინიშნა. რაც შეეხება ლევან ხარაბაძეს, ის პოსტზე 2026 წლის 1-ელ მაისს დაინიშნა. იქამდე უწყებას მიხეილ მაღლაკელიძე ხელმძღვანელობდა.