უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაბომბეს - არის მსხვერპლი - Palitra News

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაბომბეს - არის მსხვერპლი

2026-09-13 16:50:55+04:00

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნიჟნეკამსკისა და კუბანის სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული და უკრაინული მედია ავრცელებენ.

კერძოდ, 13 სექტემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკს დაარტყეს. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ ექვსი დაშავდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა დრონებმა ნიჟნეკამსკის სამრეწველი ზონას დაარტყეს, სადაც რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი საწარმო მდებარეობს, კერძოდ კი “ტანეკო”, “ტაიფ-ნკ” და “ნიჟნეკამსკნეფტეხიმი”.

იმავე ღამეს უკრაინულმა დრონებმა კუბანის სლავიანსკში (კრასნოდარის მხარე) მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს.

ცნობისთვის, ნიჟნეკამსკისა და კუბანის სლავიანსკში მდებარე ნავთობგადამამშავებელი ქარხნები აქამდეც გამხდარან უკრაინული დრონების სამიზნეები.