დონალდ ტრამპი - ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის მარაგების განადგურება, ვინაიდან, მსოფლიოს აზიანებს - უამრავი სხვა სამიზნეა - Palitra News

დონალდ ტრამპი - ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის მარაგების განადგურება, ვინაიდან, მსოფლიოს აზიანებს - უამრავი სხვა სამიზნეა

2026-09-13 18:50:33+04:00

ზელენსკიმ უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის მარაგების განადგურება, უამრავი სხვა სამიზნეა, მაგრამ ნუ ურტყამთ დიზელის საწვავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირლანდიაში მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ზელენსკის აღნიშნულზე ესაუბრნენ. ასევე, ტრამპმა აღნიშნა,რომ უკრაინის პრეზიდენტი მოსწონს.

“ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს. მომწონს ის… ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს - მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის მარაგების განადგურება. ურტყამდეს მიზნებს, მაგრამ დიზელის საწვავს არა, ვინაიდან ეს დეფიციტს იწვევს.

ეს [დეფიციტი] ახლო აღმოსავლეთის გამო არაა, ეს იმითა გამოწვეული, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ხდება.

ასე რომ, ბატონ ზელენსკის ვესაუბრეთ ამაზე. უამრავი სხვა სამიზნეა - ნუ ურტყამთ დიზელის საწვავს, ვინაიდან ეს მთლიანად მსოფლიოს აზიანებს. არ გვინდა, რომ დიზელის საწვავს ურტყამდეს,” - განაცხადა ტრამპმა.