პარლამენტში 14 სექტემბერს შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით ფრაქცია "საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ - Palitra News

პარლამენტში 14 სექტემბერს შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით ფრაქცია "საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ

2026-09-13 21:49:04+04:00

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 14 სექტემბრის სხდომაზე, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით ფრაქცია "საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს.

ოპოზიციური ფრაქციის კანონპროექტის მიზანია, შეკრება-მანიფესტაციების შესახებ 2024 წლამდე მოქმედი სამართლებრივი სტატუს-კვოს აღდგენა.

ფრაქცია "საქართველოსთვის" შეფასებით, მოქმედი რეპრესიული ნორმები არაპროპორციულად ზღუდავსკონსტიტუციით გარანტირებული შეკრებებისა და მანიფესტაციების ფუნდამენტური უფლებას, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს მინიჭებული აქვთ ზედმეტად ფართო, ბუნდოვანიდისკრეცია, რაც სამართლებრივად დაუცველს ხდის ნებისმიერ მშვიდობიან დემონსტრანტს.

პარლამენტში ინიცირებული კანონის პროეტის თანახმად, შეკრებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ფუნქციები შსს-დან კვლავ მერიაში გადადის.

პარლამენტისთვის შეთავაზებული ინიციატივით, უქმდება წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ხალხის სამოძრაო ადგილზე - ტროტუარზე იმართება და ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვას არ იწვევს.

უქმდება შსს-ს უფლებამოსილება, გასცეს სავალდებულო მითითებები შეკრების ალტერნატიული ადგილის, დროის ან სვლაგეზის შესახებ. საჯარო უწყებას კვლავ ექნება მხოლოდ არასავალდებულო "რეკომენდაციის“ გაცემის უფლება.

პროექტი ასევე აუქმებს სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ნივთის/საგნის ქონის აკრძალვას, თუ ის"სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული დანაშაულის საგნად არ იქცა. გარდა ამისა, შეკრებისმონაწილეებს ეძლევათ უფლება, თავად განსაზღვრონ პროტესტის გამოხატვის ფორმა 20-მეტრიანიზონის დაცვით, რაც კრიტიკული დაწესებულებების შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს.

"სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ნებისმიერი ნივთის აკრძალვა შეკრების დროს იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგან ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა ნივთისგამოყენებით იქნეს ჩადენილი, უკვე დარეგულირებულია "სისხლის სამართლისკოდექსით". შესაბამისად, კანონი უნდა რეაგირებდეს მხოლოდ კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგოქმედებაზე და არა თავად ნივთის ფლობაზე", - განმარტავენ პროექტის ინიციატორები.