მამუკა მდინარაძე შიდა პატიმრობაშია - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, მომავალ კვირას სამთავრობო ცვლილებები და დაკავებებია დაგეგმილი. ფარულავას ინფორმაციითვე, სამიზნეშია კულტურის ყოფილი მინისტრი თიკა რუხაძეც. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, ახლა „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია, ხოლო ოპოზიცია ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის ასაღებად უნდა მოემზადოს. ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, ოპოზიციის სხვა ლიდერებიც ქართული ოცნების დაშლას პროგნოზირებენ. უფრო მეტიც, ოპოზიცა ვარაუდობს, რომ მიმდინარე პროცესები კითხვის ნიშნის ქვეშ უკვე ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ მომავალსაც აყენებს.