ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, ირაკლი ნადირაძისა და ლაშა ბერიძის საქმის გადახედვის მოთხოვნით, სასამართლოს „მეგობრის მოსაზრებით“ მიმართა - Palitra News

ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, ირაკლი ნადირაძისა და ლაშა ბერიძის საქმის გადახედვის მოთხოვნით, სასამართლოს „მეგობრის მოსაზრებით“ მიმართა

2026-09-14 09:19:40+04:00

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ირაკლი ნადირაძის ადვოკატის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, ირაკლი ნადირაძისა და ლაშა ბერიძის საქმის გადახედვის მოთხოვნით, სასამართლოს „მეგობრის მოსაზრებით“ მიმართა. როგორც ირაკლი აბესაძემ განაცხადა, ომბუდსმენი ასაბუთებს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში მათი დადანაშაულება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და სამართლებრივი მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება. აბესაძის შეფასებითვე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის დაკავებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არარსებულ ბრალს იგონებს. სააპელაციო სასამართლოში 9 მსჯავრდებულის პროცესი დღეს 16:00 საათზე გაიხსნება.