„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერის გიორგი ბარამიძეს დაკავება და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება პოლტიკური შეფასებების მთავარი თემაა. პოლიტიკური დევნა თუ პასუხისგება ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებისთვის? საქმეზე აზრი ორად იყოფა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დაკავება არის რუსეთის დავალება და საზოგადოების დაშინების მცდელობა. თუმცა ის, რაც ოპოზიციისთვის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებაა, სამართლის აღსრულებაა "ქართული ოცნებისთვის", მმართველი ძალა ფრაზაში, რომელშიც ბარამიძე ტყვეების დახვრეტაზე საუბრობდა, სამშობლოს ღალატს ხედავს. პროკურატურამ ბარამიძეს ბრალდება ,,სამშობლოს ღალატის, კერძოდ კი საბოტაჟის ფაქტზე“ წარუდგინა. გიორგი ბარამიძის მომდევნო სასამართლო პროცესი 3 ნოემბერს გაიმართება.