პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 14 სექტემბრის სხდომაზე, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით ფრაქცია "საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს - Palitra News

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 14 სექტემბრის სხდომაზე, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით ფრაქცია "საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს

2026-09-14 09:23:32+04:00

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 14 სექტემბრის სხდომაზე, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით ფრაქცია "საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს.

ოპოზიციური ფრაქციის კანონპროექტის მიზანია, შეკრება-მანიფესტაციების შესახებ 2024 წლამდე მოქმედი სამართლებრივი სტატუს-კვოს აღდგენა. პარლამენტისთვის შეთავაზებული ინიციატივით, უქმდება წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ხალხის სამოძრაო ადგილზე - ტროტუარზე იმართება და ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვას არ იწვევს. პარლამენტში ინიცირებული კანონის პროეტის თანახმად, შეკრებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ფუნქციები შსს-დან კვლავ მერიაში გადადის.