საპროტესტო აქციებში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოება ოპოზიციას მიმართავს განცხადებით, ერთიან ძალად ჩამოყალიბდნენ. შესაბამისი განცხადება აქციის მონაწილეებმა შაბათის მარშიც ფარგლებში - 12 სექტემბერს პარლამენტთან წაიკითხეს. ტექსტი საზოგადოებას ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ გააცნო. სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით გამყოფი ხაზების წინ წამოწევის დრო აღარაა. განცხადების თანახმად, ვინც ამ ერთიანობას არ შეუერთდება, საზოგადოება ამას რეჟიმის სასარგებლო ქმედებად აღიქვამს. საპროტესტო აქციებში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების მიმართვას უპასუხეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა.