მიიღებს თუ არა საკონსიტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას?! - უკვე რამდენიმე თვეა, რაც რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს შეტანილი. მმართველი გუნდი გეგმის შეცვლას არ აპირებს. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნება" ოპონენტების დევნას და მათ გაქრობას ცდილობს. მიზეზად კი სახელისუფლებო პარტიის მიერ მმართველობის განმტკიცებას ასახელებენ. "ქართული ოცნების" ოპონენტები ფიქრობენ, რომ ამ საკითხის გააქტიურება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გადაფარვას ემსახურება.