აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-სა და უკრაინას შორის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ჟურნალისტების კითხვაზე, გეგმავს თუ არა აშშ უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „მოლაპარაკებები მიმდინარეობს“.
მისი თქმით, საუბარია რაკეტების „ნაკლებად მაღალტექნოლოგიურ ვერსიაზე“.
„ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? ნაკლებად მაღალტექნოლოგიური ვერსია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.