ვენეციის კინოფესტივალი დასრულდა — ქართული „გურია“ Spotlight-ში - Palitra News

ვენეციის კინოფესტივალი დასრულდა — ქართული „გურია“ Spotlight-ში

2026-09-14 09:36:26+04:00

ვენეციის 83-ე კინოფესტივალი დასრულდა. 11 დღიანი თავგადასავალი ლიდოს კუნძულზე -სადაც ყოველწლიურად მსახიობები, რეჟისორები, კინოკრიტიკოსები და უბრალოდ კინო მოყვარულები იკრიბებიან. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის — ვენეციის Spotlight-ის სექციაში, მსოფლიოს მხოლოდ 8 ნამუშევარს შორის, ქართული ფილმი „გურია“ იყო წარმოდგენილი.