თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია-ვორქშოფი გაიმართა. კონფერენციამ რეპროდუქციული მედიცინისა და მასთან დაკავშირებული მიმართულებების ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთ სივრცეში გააერთიანა. ღონისძიების მთავარი მიზანი თანამედროვე სამედიცინო ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო. კონფერენცია საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციისა და ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.