პოლიტიკური დევნა თუ პასუხისგება ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებისთვის? გია ბარამიძის საქმეზე აზრი ორად იყოფა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრის დაკავება რუსეთის დავალება და საზოგადოების დაშინების მცდელობაა. თუმცა ის, რაც ოპოზიციისთვის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებაა, სამართლის აღსრულებაა ქართული ოცნებისთვის. მმართველი ძალა ფრაზაში, რომელშიც ბარამიძე ტყვეების დახვრეტაზე საუბრობდა, სამშობლოს ღალატს ხედავს. გიორგი ბარამიძის მომდევნო სასამართლო პროცესი 3 ნოემბერს გაიმართება.