წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი მცირე უპირატესობით ლიდერობს - Palitra News

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი მცირე უპირატესობით ლიდერობს

2026-09-14 12:47:13+04:00

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი მცირე უპირატესობით ლიდერობს. ხმების 94%-ის დათვლის შედეგად, შვედეთის პარლამენტში ოპოზიციური მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს. შვედეთის 349 ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად 175 მანდატია საჭირო. პირველ ადგილს ამომრჩეველთა ხმების 28.1%-ით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ იკავებს. შვედეთის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგი ცნობილი 16-17 სექტემბერს გახდება.