საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა. მინისტრმა პედაგოგებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ სიახლეებზე, რომლითაც სკოლები 2026-2027 სასწავლო წელს ხვდებიან. საუბარი ასევე შეეხო ახალ სახელმძღვანელოებს, სასკოლო ფორმებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. გივი მიქანაძემ PISA 2025-ის კვლევის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ქვეყნის შედეგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საქმეში მასწავლებლების გამორჩეულ როლს გაუსვა ხაზი.