თამაზ ბორაშვილი - 20 წელზე მეტია, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვემსახურები, ჩემი არჩევის შემთხვევაში, განსაკუთრებული პატივი იქნება ამ თანამდებობის დაკავება - შევეცდები, ორმაგი ენერგიით შევუდგე ქვეყნის ინტერესების დაცვას - Palitra News

თამაზ ბორაშვილი - 20 წელზე მეტია, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვემსახურები, ჩემი არჩევის შემთხვევაში, განსაკუთრებული პატივი იქნება ამ თანამდებობის დაკავება - შევეცდები, ორმაგი ენერგიით შევუდგე ქვეყნის ინტერესების დაცვას

2026-09-14 14:32:39+04:00

20 წელზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვემსახურები. ჩემი არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებული პატივი იქნება ამ თანამდებობის დაკავება, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილმა კანდიდმა, თამაზ ბორაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან წარმატება უსურვა სუს-ის ყოფილ უფროსს, გეკა გელაძეს ახალ გამოწვევებში და განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ მისი არჩევის შემთხვევაში „შევეცდები ორმაგი ენერგიით შევუდგე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას“.

“მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის. 20 წელზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვემსახურები, ჩემი არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებული პატივი იქნება ამ თანამდებობის დაკავება. პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, შევეცდები ორმაგი ენერგიით შევუდგე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და დიდი პატივი იქნება ჩემთვის ამ თანამდებობის დაკავება. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი ბატონ გეკა გელაძეს ღირსეული ხელმძღვანელობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და წარმატებას ვუსურვებ მას ახალ გამოწვევებში“, - განაცხადა თამაზ ბორაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს, სოციალურ ქსელში თავად დაწერა. რაც შეეხება თამაზ ბორაშვილს, ის ამ დრომდე სუს-ში, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.