ცვლილებები სახელწიფო უწყებასა და მინისრთა კაბინეტში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება, თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა კანდიდატად თამაზ ბორაშვილი წარადგინა. ის სუსში უწყების ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებდა. თავად გელა გელაძე კი სუს-ის უფროსის თანამდებობიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს. გელა გელაძის მიერ ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლას ქართულ ოცნებაში მის პირად გადაწყვეტილებად ასახელებენ და ამბობენ, რომ ცვლილებების მიღმა სხვა მიზეზებზე საუბარი უბრალოდ სპეკულაციაა.