მსჯავრდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ბურჭულაძის ცოლის ძმაას ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას. ისინი პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, ჯუანშერ ბურჭულაძე კი ზუსტად 2 წელში. საქმე ეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. რა გახდა საპროცესო შეთანხმების გაფორმები პირობა?