უკრაინა და რუსეთი დათანხმდნენ არ დაარტყან ერთმანეთის ენერგეტიკულ სამიზნეებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, მსოფლიოში დიზელის საწვავზე ფასების ზრდა არა ირანით, არამედ რუსეთ-უკრაინის ომით არის გამოწვეული.
“უკრაინა დათანხმდა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ სამიზნეებს. რუსეთი ასევე დათანხმდა! მსოფლიოში დიზელის საწვავის ფასების ზრდა ძირითადად გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის ომით, არა ირანით,” - წერს ტრამპი.