“ქართული ოცნება” საკონსტიტიციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს - Palitra News

“ქართული ოცნება” საკონსტიტიციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს

2026-09-14 20:44:30+04:00

“ქართული ოცნება” საკონსტიტიციო სასამართლოს გახარიას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს.

ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც პარტიების აკრძალვას ისახავს მიზნად და მათ შორის პარტია „გახარია საქართველოსთვის“ იქნება.

„მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება „გახარია საქართველოსთვის”, - განაცხადა კირცხალიამ.