ჯუანშერ ბურჭულაძეს სასჯელი შეუმცირდა - ყოფილი მინისტრი ორ წელიწადში გათავისუფლდება, კიდევ ორი მსჯავრდებული კი სექტემბრის ბოლოს - Palitra News

ჯუანშერ ბურჭულაძეს სასჯელი შეუმცირდა - ყოფილი მინისტრი ორ წელიწადში გათავისუფლდება, კიდევ ორი მსჯავრდებული კი სექტემბრის ბოლოს

2026-09-14 20:47:15+04:00

ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის საქმეში მსჯავრდებულ კიდევ 2 პირს სასჯელი შეუმცირდათ. თავდაცვის ყოფილ მინისტრს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10 წლით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შეთანხმება ასევე გაფორმდა მის ცოლის ძმასთან, ვასილ მხეიძესთან, და ყოფილ მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან. ისინი საპატიმროს სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, ბურჭულაძე კი ორ წელიწადში გათავისუფლდება. საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ეხება.