სახელმწიფო უწყებებში საკადრო ცვლილებები გრძელდება. დღეს პრემიერ-მინისტრმა სუს-ის ახალ ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილი წარადგინა, აქამდე ის სუს-ის უფროსის მოადგილე იყო. გელა გელაძე კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ გელაძის თანამდებობიდან წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და სხვა მიზეზებზე საუბარი სპეკულაციაა. ცვლილებები შეეხო ფინანსთა სამინისტროსაც - შემოსავლების სამსახურს მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს კი მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს.