გიორგი ბარამიძის დაკავებას ხელისუფლებისა და ოპოზიციის განსხვავებული შეფასება მოჰყვა. ხელისუფლება ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებაში საბოტაჟისა და სამშობლოს ღალატის ნიშნებს ხედავს. ბარამიძის მხარდამჭერები კი მიიჩნევენ, რომ იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში გამოთქმული პოზიცია სამხედროების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას არ ნიშნავს. სწორედ ამ განცხადებას უკავშირდება ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული საქმე.