ოპოზიციის გაერთიანების მოთხოვნა იზრდება - სამოქალაქო საზოგადოება ერთიან მოქმედებას ითხოვს, როგორია პარტიების პოზიციები - Palitra News

ოპოზიციის გაერთიანების მოთხოვნა იზრდება - სამოქალაქო საზოგადოება ერთიან მოქმედებას ითხოვს, როგორია პარტიების პოზიციები

2026-09-14 20:53:18+04:00

ოპოზიციის გაერთიანების იდეა საპროტესტო აქციებში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მთავარ მოთხოვნად ყალიბდება. ინიციატივის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ პოლიტიკური განსხვავებების წინ წამოწევის ნაცვლად, ოპოზიციამ ერთიან ძალად უნდა იმოქმედოს. მათი შეფასებით, არსებული ვითარება კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს. პოლიტიკური სუბიექტების პოზიციები კი ერთმანეთისგან განსხვავდება - მათი ნაწილი გაერთიანებას მხარს უჭერს, მეორე ნაწილი საკუთარი პოლიტიკური ხაზის შენარჩუნებას ამჯობინებს.