რუსებმა კიევში ბენზინგასამართ სადგურსა და საწყობებს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, უკრაინის დედაქალაქის დარნიცკის რაიონში რუსული ძალების იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.
რუსულმა ძალებმა დარნიცკის რაიონში ბენზინგასამართ სადგურს დაარტყეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან.
ასევე, ობოლონსკის რაიონში დარტყმა საწყობებზე განხორციელდა.
რუსების იერიშამდე კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.