სახელმწიფოს კიდევ ერთ უწყებას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. კულტურის მინისტრის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა მაია ბითაძე წარადგინა. ის ამ დრომდე საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ცვლილებები შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. გელა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გადმოინაცვლა. სუს-ის ხელმძღვანელი თანამდებობაზე პრემიერმა გუშინ თამაზ ბორაშვილი დაასახელა. ცვლილებები მინისრტთა კაბინეტსა და სახელმწიფო უწყებებში.