„ქართული ოცნება“ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს - Palitra News

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს

2026-09-15 12:47:41+04:00

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში ასაკრძალი პარტიების სიას გახარია საქართველოსთვის ემატება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ექპრემიერის გუნმა მიცემული შანსი ვერ გამოიყენა და კონსტიტუციური წყობილების არაღიარებისა და დესტრუქციული ქმედებების გაგრძელების გამო გუნდი ნაციონალური მოძრაობის ", "კოალიცია ცვლილებისთვის", ლელოსა" და "ფედერალისტების გვერდით აღმოჩნდა. ოპოზიციაში მიიაჩნიათ, რომ სარჩელში ახალი პარტიის დამატება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას ემსახურება. რატომ აფართოებს ხელისუფლება სიას და რას აპირებს ოპოზიცია.