ერთიანობისკენ მოწოდებას ოპოზიციურ პარტიებში განსხვავებული პასუხები მოჰყვა. ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო ძალისხმევა აუცილებელია, თუმცა ერთიანობის ფორმაზე და კონკრეტულად ვისთან თანამშრომლობაა შესაძლებელი, პოზიციები კვლავ განსხვავებულია. თუმცა აქციის მონაწილეების გზავნილი მკაფიოა 1 წლიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე, ოპოზიციურმა ძალებმა პირადი პოლიტიკური ინტერესები გვერდზე უნდა გადადონ და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდნენ. მოქალაქეები ამბობენ იმასაც , რომ ვინც ამ ერთობას არ შეუერთდება, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამას ხელისუფლებისთვის სასარგებლო ნაბიჯად აღიქვამს. ოპოზიციაში კი ახლა სწორედ იმაზე მსჯელობენ, რას უნდა ნიშნავდეს ეს ერთობა მხოლოდ საერთო მოთხოვნასა და კოორდინაციას, თუ უფრო ფართო პოლიტიკურ გაერთიანებას. პარტიების ნაწილს თანამშრომლობისთვის კონკრეტული პირობები აქვს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფორმატები შედეგის მომტანი არ არის.