რუსეთ-უკრაინის ომში კვლავ აქტიური სამხედრო და დიპლომატიური პროცესებია. ბოლო დღეებში გაიზარდა რუსული დარტყმები უკრაინაზე, ამავდროულად, კი ვაშინგტონი მოსკოვსა და კიევს ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერებისკენ მოუწოდებს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მხარეები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ამისთვის რუსეთისგან კონკრეტული გარანტიებია საჭირო. რა ვითარებაა ამ დროისთვის ფრონტზე და რამდენად რეალურია ახალი შეთანხმების მიღწევა