თელავის რაიონულმა სასამართლომ მალხაზ მაჩალიკაშვილს საჯარო სივრცეში ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
სხდომას მალხაზ მაჩალიკაშვილი არ დასწრებია. მაჩალიკაშვილი მსგავსი სამართალდარღვევისთვის ერთხელ უკვე დაჯარიმდა.
მას წინა შემთხვევაში ირაკლი ჩიმაკაძის მისამართით საჯარო სივრცეში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ კომენტარისთვის 2000 ლარის გადახდა დაეკისრა