ქონების გადასახადის 40 000 -ლარიანი ზღვარი უქმდება და გადასახადის გადახდის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარსა და მეტს შეადგენს - Palitra News

ქონების გადასახადის 40 000 -ლარიანი ზღვარი უქმდება და გადასახადის გადახდის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარსა და მეტს შეადგენს

2026-09-15 14:05:23+04:00

ქონების გადასახადის 40 000 -ლარიანი ზღვარი უქმდება და გადასახადის გადახდის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარსა და მეტს შეადგენს. ცნობილი ხდება, რომ სახელისუფლებო გუნდში მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დაჩქარებული წესით მოხდება კანონპროექტის განხილვა და ქონების გადასახადისთვის დაწესებული 40 000 ლარიანი ზღვარი 100 ათას ლარამდე გაიზრდება. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული ქონების გადასახადის გადახდა მხოლოდ იმ მოქალაქეებს მოუწევთ, ვისი შემოსავალიც წელიწადში 100 ათას ლარსა და მეტს შეადგენს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, ქონების გადახდის ვალდებულება დაახლოებით 80 ათას პირს გაუუქმდება. სხვათა შორის ოპოზიციისა და ექსპერტთა ნაწილი, ხელისუფლებისგან ქონების გადასახადისთვის დაწესებული ზღვარის გაზრდას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ არგუმენტით, რომ ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციური პროცესების ფონზე, ეს მაჩვენებელი ათწლეულებია არ შეცვლილა, რეალობას არ პასუხობს და მძიმე ტვირთად აწვებოდა საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობას.