„ალდე“ - ერთი წელი შესრულდა ელენე ხოშტარიას დაკავებიდან - ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - Palitra News

„ალდე“ - ერთი წელი შესრულდა ელენე ხოშტარიას დაკავებიდან - ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

2026-09-15 15:22:36+04:00

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ალდეს“ ჯგუფი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ „ალდეს“ თავმჯდომარე, იულიან ბულაი სოციალურ ქსელში წერს.

„ერთი წელი შესრულდა პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებიდან „ქართული ოცნების“ ბანერზე „რუსული ოცნების“ დაწერის გამო. Amnesty International-ი მისთვის მისჯილ 18-თვიან პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“- წერს იულიან ბულაი.

შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.