ამერიკელებს ანკორიჯის სამიტის შეთანხმებებიდან რომ არ გადაეხვიათ, უკვე ერთი წელი ომის გარეშე ვიცხოვრებდით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
სერგეი ლავროვის განცხადებით, ვაშინგტონმა გასულ წელს ალასკაზე რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მიერ მიღწეული შეთანხმებებიდან ევროპული ქვეყნების ჩარევის შედეგად გადაუხვია.
„ეს აშკარა ფაქტია“, - აღნიშნა ლავროვმა.
ასევე, ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის, როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებისთვის.
„ყოველთვის, როდესაც სერიოზული მოლაპარაკებების მზადყოფნა არსებობს, ჩვენ ამაზე უარს არ ვამბობთ“, - აღნიშნა ლავროვმა.