როგორ ეხმაურება გიორგი გახარია "ოცნების" ახალ ინიციატივას პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით - Palitra News

როგორ ეხმაურება გიორგი გახარია "ოცნების" ახალ ინიციატივას პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

2026-09-15 15:45:39+04:00

„საპარლამენტო უმრავლესობის მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთი ოპოზიციური პარტიაც კი ვერ აიტანა - ასეთია გიორგი გახარიას პირველი კომენტარი მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ ასაკრძალი პარტიების სიას გახარია საქართველოსთვის გუნდიც დაამატა. ექსპრემიერის გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ახლა იმიტომ მიიღო, რადგან გახარია საქართველოსთვის იყო ერთადერთი პარტია, რომელმაც ხმამაღლა დაიწყო საუბარი სამაჩაბლოში მიმდინარე ანექსიურ პროცესებზე. თავად ქართული ოცნება გახარიას გუნდს კონსტიტუციური წყობილების არაღიარებასა და დესტრუქციულ ქცევებში ადანაშაულებს.