დღეს ახალი სასწავლო წლის ათვლა იწყება - 30-მდე საჯარო სკოლაში სწავლა სრულიად განახლებულ გარემოში დაიწყება. წელს სკოლაში, პირველად, 45 000 პირველკლასელი მივა. დაწყებით საფეხურზე ბავშვები ფორმებით ივლიან; შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა და განახლდა საგნობრივი სტანდარტები; მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში უკვე ახალი სახელმძღვანელოები დახვდებათ. სიახლეებთან ერთად, თბილისში 18 000 ზე მეტი მოსწავლე, ახალ სასწავლო წელს, სხვა სკოლაში დაიწყებს. მათი ნაწილი მშობლიური სკოლის რეაბილიტაციის დასრულებას უკვე წლებია ელოდება. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სტუდენტებს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიულოცა.