თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ახალგაზრდა ქალი დააკავეს - Palitra News

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ახალგაზრდა ქალი დააკავეს

2026-09-15 15:51:48+04:00

თბილისში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი ქალი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ 30 წლამდე ქალები მაშინ დააკავა, როდესაც ისინი ნარკოტიკული საშუალების კონკრეტულ ადგილზე განთავსებას ცდილობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს