პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - Palitra News

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

2026-09-15 16:03:25+04:00

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა დაზარალებული, რის შედეგადაც მან სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიიღო.

„ბრალდებულს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 -108 -ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.