ვლადიმერ პუტინის თანაშემწე - სიკორსი ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ჩართვის შემთხვევაში, პოლონეთის სახელმწიფოებრიობა არსებობას 2-3 დღეში შეწყვეტს - Palitra News

ვლადიმერ პუტინის თანაშემწე - სიკორსი ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ჩართვის შემთხვევაში, პოლონეთის სახელმწიფოებრიობა არსებობას 2-3 დღეში შეწყვეტს

2026-09-15 17:15:51+04:00

რუსეთთან ომის შემთხვევაში პოლონეთი არსებობას 2-3 დღეში შეწყვეტს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

ნიკოლაი პატრუშევი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ კონფლიქტის შემთხვევაში ნატო-ს რუსეთის სწრაფად დამარცხება შეუძლია.

„როდესაც რუსეთის წინააღმდეგ პოლონეთის სამხედრო უპირატესობაზე საუბრობს, როგორც ჩანს, სიკორსი ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში პოლონეთის ჩართვის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა არსებული ძალისა და შესაძლებლობების სრულ არსენალს გამოიყენებს და პოლონეთის სახელმწიფოებრიობა არსებობას 2-3 დღეში შეწყვეტს“, - განაცხადა პატრუშევმა.

ცნობისთვის, რადოსლავ სიკორსკიმ კიევში, იალტის ევროპული სტრატეგიის კონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო რუსეთზე საჰაერო უპირატესობას ფლობს.

„თუ უკრაინელებმა რუსეთის გადამამუშავებელი შესაძლებლობების ნახევარი მწყობრიდან ექვს თვეში გამოიყვანეს, ჩვენ შეგვიძლია ეს ექვს კვირაში გავაკეთოთ და მწყობრიდან დარჩენილი ნახევარიც გამოვიყვანოთ“, - აღნიშნა სიკორსკიმ.