ალექსანდრ სტუბი - ფინეთმა უკრაინას თავდაცვითი საშუალებების პაკეტი გამოუყო, რომლის ღირებულებაც 290 მილიონ ევროს შეადგენს - მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვინაიდან, ეს მორალურად სწორია და ევროპის უსაფრთხოებას ეხება ეხება - Palitra News

ალექსანდრ სტუბი - ფინეთმა უკრაინას თავდაცვითი საშუალებების პაკეტი გამოუყო, რომლის ღირებულებაც 290 მილიონ ევროს შეადგენს - მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვინაიდან, ეს მორალურად სწორია და ევროპის უსაფრთხოებას ეხება ეხება

2026-09-15 17:40:40+04:00

ფინეთი უკრაინას 290 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“უკრაინა მომავალი ზამთრისთვის ემზადება და ესაჭიროება ნებისმიერი მხარდაჭერა, რომლის გაწევაც შეგვიძლია. დღეს ფინეთმა მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვითი საშუალებების რიგით 34-ე პაკეტის გამოყოფის თაობაზე, რომლის ღირებულებაც 290 მილიონ ევროს შეადგენს. პაკეტი მოიცავს აღჭურვილობას, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ სასწრაფოდ მოითხოვა.

უკრაინა თავდაცვითი ბრძოლის მეხუთე წელიწადშია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვინაიდან, ეს მორალურად სწორია, და ვინაიდან ეს მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას ეხება - და, შესაბამისად, ფინეთის უსაფრთხოებასაც”, - წერს სტუბი.