დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა - Palitra News

დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა

2026-09-15 20:33:21+04:00

ბათუმი-თბილისის მატარებელი მოქალაქეს დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დიდუბეში მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.