სუს-ის ხელმძღვანელობიდან შსს-ს მოადგილეობამდე - რა შეფასებები მოჰყვა გელა გელაძის გადაყვანას - Palitra News

სუს-ის ხელმძღვანელობიდან შსს-ს მოადგილეობამდე - რა შეფასებები მოჰყვა გელა გელაძის გადაყვანას

2026-09-15 20:39:48+04:00

სუს-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მთავარი ყურადღება გელა გელაძის სუს-ის ხელმძღვანელობიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაყვანამ მიიპყრო. ოპოზიცია ამ ცვლილებას მამუკა მდინარაძის გავლენის შემცირებასა და საკადრო პოლიტიკის გადახედვას უკავშირებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ გელაძის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ მის პირად სურვილს უკავშირდება.