„გაათავისუფლეთ ელენე ხოშტარია“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - Palitra News

„გაათავისუფლეთ ელენე ხოშტარია“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

2026-09-15 20:42:26+04:00

მთავრობის ადმინისტრაციასთან ელენე ხოშტარიას გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა - ღონისძიება „დროას“ ლიდერის დაპატიმრებიდან ერთი წლის შესრულებას უკავშირდება.„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, მარიკა არევაძის შეფასებით, ხოშტარია პოლიტიკური პატიმარია და ქვეყანაში მასთან ერთად სხვა პოლიტიკური პატიმრებიც არიან. მანამდე, ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „ალდეს“ ჯგუფმაც მოითხოვა. ჯგუფის თავმჯდომარე იულიან ბულაის თქმით, Amnesty International 18-თვიან პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.