საპროტესტო აქციების მონაწილეები ოპოზიციას ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდებენ - გაერთიანების ფორმაზე შეთანხმება ვერ ხერხდება - Palitra News

საპროტესტო აქციების მონაწილეები ოპოზიციას ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდებენ - გაერთიანების ფორმაზე შეთანხმება ვერ ხერხდება

2026-09-15 20:44:54+04:00

საპროტესტო აქციების მონაწილეები ოპოზიციურ პარტიებს კვლავ ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდებენ. მათი შეფასებით, საერთო მიზნის მისაღწევად პარტიებმა საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გვერდზე უნდა გადადონ. ოპოზიციაში ერთიანობის აუცილებლობას ეთანხმებიან, თუმცა თანამშრომლობის კონკრეტულ ფორმაზე შეთანხმება ვერ ხერხდება. განსხვავებული პოზიციებია შესაძლო პარტნიორებისა და გაერთიანების ფორმატის შესახებაც.